არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ოჯახი ამ გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებას მადლობას უხდის. ტატუნაშვილის მამამ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, ჩემი შვილის, უკანასკნელი ანდერძია ეს. ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება მოგვცეს. თანადგომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ საქართველოს და საზოგადოებას”, – უთხრა გიორგი ტატუნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერთი თვის შემდეგ რუსეთის მხარემ ოჯახს გადასცა. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი დათვალიერებით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.