ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
“ლაივპრესის” იინფორმაციით, დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და ენმ-ის წარმომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთს სცემეს, რის გამოც სხდომა შეწყდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ”, – იუწყება ლაივპრესი.