ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ითამაშო ქართველების თავის ქალებით…”: ჟირინოვსკის განცხადებამ აფხაზები გააღიზიანა

რუსი პოლიტიკოსის ვლადიმირ ჟურონივსკის მორიგმა ექსცენტრიულმა განცხადებამ, „აფხაზური საზოგადოების“ აღშფოთება გამოიწვია.

პოლიტიკოსი და ბლოგერი ნუგზარ აგრბა “ფეისბუკზე“ მიმართვას ავრცელებს:

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის არაერთგზის კანდიდატი, წლების განმავლობაში რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვერ ჭკვიანდება და სრულიად რუსეთის მასხარას როლიდან ვერ გამოდის.

ტელეარხ Россия-ს ეთერში, ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემაში გერმანულ ფაშიზმზე საუბრისას, მან მოულოდნელად ასეთი გადახვევა გააკეთა: “ითამაშო ქართველების თავის ქალებით, როგორც აფხაზეთში.”

როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით წამოსცდა? სამწუხაროდ, საუბრის მონაწილეებმა – შახნაზაროვმა, მიხეევმა და თავად გადაცემის წამყვანმა სოლოვიევმა მატყუარა პოლიტიკოსს შენიშვნა არ მისცეს.

ვთხოვ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადახედოს გადაცემის ამ ფრაგმენტს და პოლიტიკოსის არამეგობრულ გამონათქვამთან დაკავშირებით , აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორთან რუსეთში საპროტესტო ნოტა გაგზავნოს” – ნათქვამია აგრბას პოსტში.

ჟირინოვკსის განცხადებით აღშფოთებულია “ეხოკავკაზას” ჟურნალისტი ვიტალი შარიაც, რომელიც აღნიშნულ თემაზე საუბარს, ჟირინოვკსის რეპლიკის განმარტებით იწყებს.

„თუკი ვინმემ ვერ გაიგეთ, საქმე ეხება 1992 წლის ოქტომბერში გავრცელებულ საშინელ ინფორმაციას, რომ გაგრის აღების შემდეგ, აფხაზმა და ჩეჩენმა მეომრებმა ქალაქის სტადიონზე დაღუპული ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გაზეთი “თავისუფალი საქართველო” წერდა (თავად წავიკითხე), რომ გაგრაში მომუშავე საერთაშორისო კომისიამ “სტადიონის ეპიზოდი არ დაადასტურა,“ ეს “სატყუარა” მაინც ცოცხალია.

რამდენიმე წლის წინ, ეს „მოვლენა“ ებრაელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა გაიხსენა, რის შესახებაც მე Эхе Кавказа-ზე დავწერე.

მაგრამ ახლა ჟირინოვსკი, რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის დამცველი და “მფარველი“ იყო და 2000-იანი წლების დასაწყისში საკუთარი შექმნილი სიმღერის შესრულება უყვარდა, რომლითაც ვაშინგტონს თბილისზე ერთობლივად დარტყმისკენ მოუწოდებდა… მაგრამ მის თავში არეულობა კარგად არის ცნობილი: დღეს შეუძლია ერთი თქვას, მეორე დღეს კი სრულიად განსხვავებული“ – წერს ჟურნალისტი, რომელიც „გაგრის სტადიონის ეპიზოდის“ სანდოობას ეჭქვეშ აყენებს.

თუმცა, შარია, მხოლოდ ჟირინოვსკის რეპლიკით არ აღშფოთებულა. ჟურნალისტი იხსენებს პუბლიკაციას, რომელშიც აფხაზეთი რუსეთის რესპუბლიკად არის მოხსენიებული და გვარწმუნებს, ეს დიდი შეცდომაა, რადგან მისი მტკიცებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.

“მაშინ, როდესაც ფედერალურ არხზე პრეზიდენტობის კანდიდატი ყურადღების მიპყრობას ცდილობს და ბევრი აფხაზის აღშფოთებას იწვევს, Московский комсомолец. Регионы-ში, ნატალი ვედენეევას პუბლიკაცია მომხვდა თვალში, სათაურით – „რუსებს “გადაშენება” არ ემუქრებათ“, ისინი ძველებურად უმრავლესობას წარმოადგენენ – ეთნოლოგების კვლევა“ – წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, პუბლიკაცია მიკლუხო მაკლაის სახელობის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლების მონაცემებს ეფუძნება და “გვანუგეშებს”, რომ რუსები გამრავლდებიან.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიკლუხო მაკლაის ინსტიტუტში, კვლევას რუსეთის ფუნდამენტური კვლევის ფონდი აფინანსებდა. მეცნიერებმა დაასკვნეს: რამდენიმე მკვლევარის ნაჩქარევი პროგნოზი, იმის შესახებ, რომ 21-ე საუკუნის შუა წლებში, რუსეთში 100 მილიონზე ნაკლები რუსი დარჩებოდა და ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ, არ გამართლდა. 2014 წლიდან, ეთნიკურ რუსებს, ყირიმიდან ორი მილიონი რუსი შეუერთდა და ახლა მათი წილი 80%-ია, ანუ ქვეყნის მოსახლეობაში ეროვნებით რუსი კვლავ დომინანტი იქნება. ისევე როგორც – 1991 წელს” – „გვამშვიდებს“ ჟურნალისტი, თუმცა თვითონ დამშვიდებას ვერ ახერხებს და პუბლიკაციის შემდეგ ნაწილზე საუბრობს.

„ ექსპერტები მთავარ მინუსად მიიჩნევენ მონოეთნიკური მოსახლეობის ზრდას ცალკეულ რესპუბლიკებში , მაგალითად, კავკასიაში ( ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და აფხაზეთში), ასევე, სამხრეთ ციმბირის ტერიტორიაზე (ტუვა, ბურიატიაში, ჰაკასია, ალტაი) . აქ რუსულენოვანი მოსახლეობის აქტიური გადინება შეინიშნება, რაც არასასურველია” – ჟურნალისტის თქმით, პუბლიკაციის ეს ნაწილი ჟურნალისტის “გაუნათლებლობაზე” მიუთითებს.

შარია, აღშფოთებულია, იმითაც, რომ ჟურნალისტმა, არ იცის, “აფხაზეთი ამ წელს დამოუკიდებლობის მეოთხედ საუკუნეს აღნიშნავს.“ შესაბამისად, ჟურნალისტი კვლავ შეურაცხყოფილია, იმით რომ „დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ რუსეთის რესპუბლიკების ჩამონათვალში მოხვდა.

„ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ეთნიკურად აფხაზების რაოდენობა აფხაზეთის მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენს, თუმცა ამაში ბევრს ეჭვი ეპარება. და ეს მონოეთნიკურობაა? ახლა აფხაზეთში რუსების წილი მხოლოდ 9 %-ია.

თუკი ამ პუბლიკაციის ავტორი ძალიან განათლებული ჟურნალისტი არ არის და მიაჩნია, რომ აფხაზეთი რუსეთის რეგიონია, სად იყვნენ რედაქტორები?

თუმცა, არაფერი მაკვირვებს მას შემდეგ, რაც 2014 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთმა მოსკოველმა „ექსპერტმა“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთში ოპოზიცია აქციებს მათრთავდა, ყირიმის მსგავსად რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნით ” – წერს შარია.

2020news.ge

იტვირთბა....