მდინარედან 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით ამოიყვანეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც ირკვევა, მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.