ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოთხოზორიას დედა: “ტატუნაშვილების ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია”

ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან წილკანში განაცხადა, სადაც ოთხოზორიას ოჯახმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, რომ ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი მისი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია.

როგორც გიგა ოთხოზორიას დედამ აღნიშნა, მის შვილსაც „ქართველის დაცვა არ აპატიეს“.

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია იმიტომ, რომ წელიწადი და ათი თვის წინ ჩემი შვილიც ასე ვერაგულად მომიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს ქართველი ადამიანის დაცვა და ყველას თვალწინ, 6 ტყვიით ჩამიცხრილეს.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმაც, ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღო, რომ მოფერებოდნენ და საკადრისი პატივი მიეგოთ”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

იტვირთბა....