ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში მოზარდს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა

რუსთავის მე-11 სკოლის მოსწავლეს ვირუსული ენცეფალიტი დაუდგინდა.

თავდაპირველად მესამე კლასის მოსწავლე რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს, მაგრამ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რუსთავის მე-11 სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლაში კლასები სველი წესით დაამუშავეს.

იტვირთბა....