საქართველოს მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაზე აცხადებს, რომ საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, უწყებამ ყველანაირი სახის გამოძიება ჩაატარა. მისი თქმით, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილ მოთხოვნებზე აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ფაქტობრივად ყველაფერი ჩატარდა, რაც საქართველოს შეეძლო. ჩვენ სამართლებრივი დახმარებები გვაქვს გაგზავნილი აზერბაიჯანის კომპეტენტურ ორგანოებში, ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას.
სამართლებრივი დახმარება გვაქვს გაგზავნილი ასევე, რომლითაც ვითხოვთ იმ განაჩენს, რომელიც აზერბაიჯანში დადგა მუხთარლის მიმართ, რათა დავადგინოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც აზერბაიჯანული პროკურატურა მუხთარლის ედავება. ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე მიღებული პასუხები აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.