ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება. ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში.

ნიკოლა სარკოზი 20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა. გამომძიებლები მას 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმეზე კითხავდნენ. აღნიშნული კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება.

იტვირთბა....