ე.წ „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს პატიმრობა შეუფარდონ. ცირა ჯავახიშვილის თქმით, მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, “რუსთავი 2”-ის გენდირექტორისა და გიორგი გაბუნიასი ეშინიათ და მათ დაკვეთას ასრულებენ:
“ჩემი შუამდგომლობა იქნება რომ პატიმრობა საერთოდ არ იქნეს გამოყენებული და არც არანაირი აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე იმიტომ, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლების და კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია. ვფიქრობ გვარამიასი და გაბუნიასი ეშინია გახარიას და შოთაძეს და ისინი ასრულებენ პირდაპირ დაკვეთას.” – აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.