ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები”: ჩაჩიბაია ტატუნაშვილის მკვლელობაზე

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ მიუსამძიმრა .

“ეს არის ტრაგედია არა მარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოსი და ვფიქრობ რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები,”-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდები წილკანში შაბათამდე გაგრძელდება. ტატუნაშვილს შაბათს ორ საათზე დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამხედროს სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.

იტვირთბა....