ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კელი: “თუ ვსაუბრობთ დაპირისპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა”

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ხელისუფალთა” ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს. ისეთი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, არ უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას. ასევე მან  კომენტარი გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდსა და კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.

აშშ- ის ელჩის თქმით, თუ ვსაუბრობთ დაპირისპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა. კელიმ გამოთქვა ოიმედი , რომ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდზე გარკვეული პროგრესი იქნება.

„ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე დაპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ხელისუფალთა” ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს. ის, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ კვირების განმავლობაში არ დაუბრუნეს ცხედარი ოჯახს, ნამდვილად ეს იყო საშინელი ფაქტი და ასეთი ქმედება არ უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას, ნდობის არსებობას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იქნება პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებზე, თუმცა ასეთი საშინელი ქმედებები კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....