სანდრო ბრეგაძის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, მის კლიენტს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ დააპატიმრებენ. ადვოკატის განცხადებით, საავადმყოფოსთნ სამართალდამცავები იმყოფებიან.
ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და შესაბამისად, კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯავახიშვილის თქმით, ბრეგაძე ნაწამებია. ღუდუშაურის კლინიკის ექიმები კი აცხადებენ, რომ ბრეგაძე კლინიკაში საკუთარი ნებით იმყოფება და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.