რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები იქნება სამაუწყებლო პროცესებში ჩართვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა.
მარინა ვაშაყმაძემ რადიო თავისუფლებაში თანამდებობა რამდენიმე ხნის წინ დატოვა. ამას წინ უძღოდა რადიოს ქართული სამსახურის დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლება.
RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი.
25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა.