ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაშნიკოვი: “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მიღება რუსულ-ქართულ ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს”

დუმის დსთ-ს კომიტეტის თავჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” შესახებ კომენტარს პირველ რადიოსთან აკეთებს. დეპუტატი თვლის რომ, საქართველო დასავლეთის დაწესებულ მოდას, სანქციების სიები შემოიღოს, არ უნდა აყვეს, თუ რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს.

“დასავლეთმა ამ სიების არც თუ კარგი მოდა დააწესა და არ არის კარგი ამ მოდას აყვე, მით უმეტეს, მაშინ როცა, რაღაც ჩანასახები გაჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგებაში, ყოველ შემთხვევაში ეკონომიკაში, ამასთან იმ დეპუტატებმა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, რომლებიც დუმას სტუმრობდნენ, შემოგვთავაზეს ასეთი ფორმა, ერთმანეთის ახლობებისა და ნათესავების სასაფლაოების მონახულების საშუალება გქონოდათ, არ მგონია, რომ ეს სიები რაიმე კარგს მოუტანს ნებისმიერ ამგვარ ინიციატივას.

თუკი ასეთი სიები იქნა მიღებული, ისევე როგორც კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც უფრო მეტად დაგვაშორებს. თუკი გსურთ დასავლეთის სანქციების მოდას აყვეთ, იმას რასაც ბრიტანეთი აკეთებს, მაშინ როცა დანაშაული არ დამტკიცებულა, მოითხოვს ევროპისგან და ტრამპისგან გაიზიაროს მათი პოზიციები, ჩემი აზრით, ეს მოდა გადის უკვე. ჩემი აზრით, საქართველოს მეინსტრიმში არა სწორად ჯდება.

თუ საქართველოს სურს ჩვენთან რაციონალური საუბარი, მაშინ ვისაუბრებთ, თუკი სურს ჩვენი ურთიერთობების ჩიხში შეყვანა, ისე როგორც დიდ ბრიტანეთს, მაშინ მიიღეთ ასეთი სიები.”- აცხადებს კალაშნიკოვი პირველ რადიოსთან ინტერვიუში.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....