დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News ავრცელებს.
აფეთქება ქაბულის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
არსებული ინფორმაციით მანქანა აფეთქდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.