ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთში 13 წლის გოგონამ სკოლაში ცეცხლი გახსნა

რუსეთში, 13 წლის გოგონამ, კურგანის ოლქის ქალაქ შადრინსკის სკოლაში მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

„დღეს დილით შადრინსკის ერთ-ერთ სკოლაში, შესვენებაზე 13 წლის გოგონამ მამის კუთვნილი პნევმატური პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა. მსუბუქი სახის დაზიანებები მე-7 კლასის შვიდმა მოსწავლემ მიიღო. სკოლაში პოლიციელები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ“, – განაცხადეს უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექიმებიც მივიდნენ. დაშავებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

„წინასწარი მონაცემებით, ერთი ბავშვი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – აღნიშნეს რუსეთის შსს-ში.

იტვირთბა....