“სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი მიღებულია და ის არ გადაიხედება, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.
კომპანია “სითი პარკი” თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით “სითი პარკის” ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.