მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი დილის 05:00 საათიდან ჩაკეტილია. ნაჯურღულას მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩაკეტილი გზის ორივე მხარეს მოსახლეობაა გაჩერებული, მათ შორის არიან უცხოელი ტურისტები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.
გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სპეცტექნიკა ადგილზე, ამ დრომდე არ მისულა.