რუსთავი -თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილმა, რომლებიც ქალაქიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრაობდნენ, მუშაობა შეწყვიტეს.
როგორც მძღოლები აცხადებენ, კომპანია „ინტერტრანსმა“ მათ ყოველდღიური გეგმა 20 ლარით გაუზარდა, რის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
კომპანიის ხელმძღვანელებსა და მძღოლებს შორის ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.