მოძრაობა “ქართული მარში” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ნაცემია.
“პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!
ამ წამს “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ პირველი არხის შენობის გვერდზე პოლიციოს განყოფილებასთან !!!! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ !!!!”, – აცხადებს ე.წ ქართული მარში და პოლიციელების დანაშაულის მტკიცებულებად ამ ფოტოს ავრცელებს.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია ბრეგაძის ცემის შესახებ სიცრუეა.