aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი: “ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ოქროს ჯოხს ავიქნევთ და საპენსიო სისტემა დალაგდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში შექმნილ საპენსიო სიტემაზე კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა.

„მეტრონომთან“ საუბრისას უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საპენსიო რეფორმის გასაუმმჯობესებლად.

„ჩვენ გვინდა, რომ ალტერნატიული წინადადება დავაყენოთ საპენსიო სფეროში ვითრების გასაუმჯობესებლად. ეს რომ ნორმალური იყოს ვიტყოდით, რომ კარგია და არ გავაგრძელებდით ამ თემაზე მსეჯოლაბას, მაგრამ რადგან გვინდა ამ სისტემის შეცვლა – ესეიგი არაა კარგი“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

უმრავლესობის წევრმა, ასევე კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცახდებაზე, რომელიც  არჩევის შემთხვევაში პენსიის 400 ლარამდე გაზრდას აანონსებს.

„არასერიოზულად მიმაჩნია მსგავსი განცახდებები. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ოქროს ჯოხს ავიქნევთ და ისე გამოვასწორებთ შექმნის სიტუაციას. ჩევნ გვინდა შემოვიღოთ ისეთი საპენსიო სისტემა, რომელიც სერიოზულად  შექმნის პირობებს  პენსიის სფეროში სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ვიღაცა იტყვის, რომ 600 ლარი იქნება პენსია, მაგრამ ეს სერიოზულად სამსჯელო თემა არაა“ –  განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

იტვირთბა....