ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მესტიაში ადგილობრივებს ხვდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და Georgian Global Utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.

შეხვედრის თემა მესტიაჭალა ჰესის საგაზაფხულო, გეგმური სამუშაოების გაგრძელებაა. ინფორმაციას კომპანია ”ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და კომპანის სხვა წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ჰესის შესახებ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მესტიაჭალა ჰესი მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესია, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

“მესტიაჭალა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ. მესტიაჭალა ჰესის მშენებლობა 1 წლის წინ დავიწყეთ. სამუშაოების 60% შესრულებულია. ახლა კი – საგაზაფხულო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა კითხვები და სწორედ, ამ კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხების გასაცემად არის შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გაიმართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც კომპანიამ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები და შეთავაზებები“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....