ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება შეწყვეტილია – მდინარეზე გადასასვლელი წყალმა წაიღო

გურიის მოამბის ინფორმაციით, ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება შეწყვეტილია – მდინარეზე გადასასვლელი წყალმა წაიღო.

ცეცხლაურიდან (ქობულეთის რაიონი) და ლაითურიდან (ოზურგეთის რაიონი) მერია ნატანების გავლით ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა სახლისაკენ, ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება შეწყვეტილია – ლაითური მერიის დამაკავშირებელ ხიდთან სპეციალურად გიგანტური ხეების გადატანისათვის აგებული გადასასვლელის ნაწილი, ადიდებულმა მდინარე ნატანებმა წაიღო.

როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბესთან” საუბარში ამბობენ ეს ხშირად ხდება და შემდეგ მოდის სპეცტექნიკა, რომელიც გადასასვლელს კვლავ აღადგენს.

სავარაუდოდ ასწლოვანი ხეების გადატანა ივანიშვილის ეზოში მინიმუმ ერთ კვირას ვერ განახლდება.

იტვირთბა....