aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუკრი ქანთარია: “პენსიასთან დაკავშირებით ჩვენი სურვილები რეალობას არ შეესაბამება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ პენსიის ზრდა დაბალი ტემპებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

“მე არ ვიცი 2012 წელს პენსიის მხრივ რა დაპირება იყო, მაგრამ თანმიმდევრულად რომ უნდა გაზრდილიყო პენსია, ეს ფაქტია. დაბალი ტემპებით, მაგრამ პენსია იზრდება. მომავალ ბიუჯეტშიც არის ეს გათვალისწინებული და ამავდროულად, საპენსიო რეფორმაზეც იწყება მუშაობა.

პენსიებთან დაკავშირებით რომ სავალალო ციფრი გვაქვს, მაგას ლაპარაკი არ უნდა. დაგროვებით სისტემაშიც ცვლილება იქნება შეტანილი, საპენსიო რეფორმასაც განვახორციელებთ. პენსიასთან დაკავშირებით რა სურვილებიც გვაქვს, ის რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა ქანთარიამ.

საპენსიო რეფორმა მთავრობის ერთ-ერთი დაპირება იყო და ამ პროექტზე უკვე პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს.

იტვირთბა....