ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: ახლა მთავარია ოჯახს და საზოგადოებას ტატუნაშვილის გლოვის საშუალება მალე მიეცეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღზე არ საუბრობს. თუმცა წულუკიანი იმდოვნებ, რომ მის ოჯახს და ქართულ საზოგაადოებას გარდაცვლილის გლოვის საშუალება მალე მიეცემა. წულუკიანის აზრით, ახლა ყველაზე მთავარი  ცხედარს პატივის მიგება და მიწას მიბარებაა.

„ვფიქრობ, რამე თარიღების დასახელება მძიმე მცდელობებისა და მოლაპარაკების პროცესში ჩემი მხრიდანაც არცთუ კარგი იდეაა. ამიტომაც, დღეს თარიღები არ არის საუბრის თემა, საუბრის თემა არის და მომავალშიც იქნება ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, საზოგადოებისთვის გლოვის უფლების მიცემა, რადგან ეს არის ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება.

შესაბამისად, მუშაობა გრძელდება და იმედს გამოვთქვამ, რონ ჩვენ ცხედარს მალე დავიბრუნებთ იმისთვის, რომ დედამ, მამამ და საზოგადოებამ შეძლოს ცხედრისთვის პატივის მიგება და მიწისთვის მიბარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს დღეს გადმოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

იტვირთბა....