ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ი: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ინფორმაცია გვაქვს

სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის არჩილ ქემოკლიძის განცხადებით, მათ აქვთ წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, შესაძლოა,  დღეს მოხდეს. ქემოკლიძე სასულიერო პირებთან ერთად, სოფელ წილკანში ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს დე ფაქტო ოსეთის ხელისუფლება 21 საათზე  ქართულ მხარეს წითელი ჯვრის წარმომადგენლების მეშვეობით გადასცემენ.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, უნდა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ყველა სამსახური მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ქემოკლიძემ, რომწლიც მოკლული სამხედროს ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

იტვირთბა....