“რეზოლუციის მიხედვით, მთავრობას ეძლევა გარკვეული ვადა, იმისათვის, რომ შექმნას სიასთან დაკავშირებული დოკუმენტი,” – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“რეზოლუციის მიხედვით, მთავრობას ეძლევა გარკვეული ვადა იმისათვის რომ შექმნას დოკუმენტი, სიასთან დაკავშირებული. თავიდან ამაში არ იქნება ბევრი ადამიანი, რადგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ არიან. არის ერთი ადამიანი, ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. როდესაც გამოძიება წარიმართება სხვა საქმეებზეც და ვიმედოვნებთ, რომ იქნებიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ეს სია გაიზრდება და მას ექნება რეალური მნიშვნელობა და ნებისმიერ ასეთ პირს ექნება შეზღუდვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ფარგლებში” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ხოლო ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შავ სიებთან დაკავშირებით საერთაშორიო პრაქტიკას იყენებენ, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულია ქართველების მოტაცებაში, მკვლელობაში, წამებაში, შეექმნათ პრობლემები.
“ჩვენი ხედვაა, რომ ასეთ ადამიანებს შეექმნათ ყველანარი პრობლემა მთელს მსოფლიოში, ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში ანუ ეს იქნება გადაადგილების პრობლემა, სავიზო შეზღუდვები, ქონებრივი მფლობელობის პრობლემა, ფინანსური ტრანზაქციების პრობლემა. ჩვენი ხედვის მიხედვით, მოვიაზრებთ, რომ სამი ძირითადი უწყება, ეს არის შსს, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული დანაშაულის დოკუმენტირებაზე და სიის შედგენაზე. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც უნდა იმუშაოს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. საერთაშორისო სანქციების გატარების მიზნით.” – განაცხადა დავით ბაქრაძემ, “ევროპული საქართველოს” წევრმა.