ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მორგოშია: ტატუნაშვილის ცხედარს დღეს 21 საათზე წითელი ჯვრის წარმომადგენლები გადმოასვენებენ

დღეს 21:00 ზე საერთაშოროსო ორგანიზაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლების მიერ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალიდან გადმოსვენება – ამ ინფორმაციას პოლიტიკოსი  კონსტანტინე მორგოშია საკუთარ ფეისბუქვერდზე ავრცელებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში ტატუნაშვილის ოჯახს სუს-ის მაღალჩინოსანი კახაბერ ქემოკლიძე და სასულიერო პირები ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.

იტვირთბა....