ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასულიერო პირი R2-თან მომხდარზე: “თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?”

საბერძნეთში მოღვაწე ახალგაზრდა ბერი იერონიმე(გიორგი ქათამაძე) სოციალურ ქსელში ჟურნალიტ გიორგი გაბუნიას მიერ ქრისტეს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ “ქრისტეს დამცველთა” მიერ შეძახილები.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ტელეკომპანიასთან იყვნენ მობილიზებულნი, ვერ იაზრებენ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა.

“ჩემი აზრით,

1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი, ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

2) ის რაც მოვისმინე და დავინახე, რუსთავი 2 ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ…

3) მიმაჩნია რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ “ქრისტეს დამცველთა” მიერ შეძახილები: “იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა…..”, “ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო” და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს…

4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით…. რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!

5) გაიჟღერა სიტყვებმა, “ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთ”-ო.

ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი… იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ რომ არა “კაც-ჰკლა”!
თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!

რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!

ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!”- წერს სასულიერო პირი.

გიორგი ქათამაძე ახალგაზრდა ბერია, რომელიც 2016 წელს საბერძნეთის ეკლესიამ ბერად აღკვეცა. ის ასევე, ყოფილი ევროპარლამენტარია.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

იტვირთბა....