„ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე”- აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმ აუქციონთან დაკავშირებით, რომელიც საყდრისში 16 ჰექტარი მიწის გასაყიდად დღეს იმართება.
ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ ერთიანდება. პირველი ლოტი უკვე დაფიქსირებულია. ოპოზიციის წევრები ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონის შედეგს ელოდებიან.
„ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე, ფონდი დავაფუძნეთ იმისთვის, რომ რა თანხაც იქნება საჭირო შესაგროვებლად შემდეგ უკვე ვისაც სურვილი ექნება, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციებს თავი დავანებოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში IT აუდიტს მოვითხოვთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.