ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არასამთავრობოები “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან “ქართული  მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.

“სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

განცხადებას ხელს აწერენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), საზოგადოება და ბანკები.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

მარშის წევრები ტელეკომპანიის შენობასთან მივიდნენ, გიორგი გაბუნიას, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, არ უშვებდნენ ტელეკომპანიის ეზოში და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.  დააზიანეს ავტომობილი და იძალადეს ჟურნალისტებზე. ერთ-ერთი მათგანი, დავით ერაძე საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. დაკავებულია აქციის ექვსი წევრი.

იტვირთბა....