ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთში ასწლოვანი ფიჭვებია გაჩეხილი

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

როგორც მეპატრონეები აცხადებენ, ხეები უკანონოდ არ გაუჩეხიათ და ასწლოვანი ფიჭვების ჭრაზე შესაბამისი ნებართვა მიიღეს. საპირისპიროს აცხადებენ ფოთის მერიაში.

“ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიჩეხა მრავალწლოვანი ნარგავები. ადგილზე გავედით და გადავამოწმეთ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხე-ტყის უკანონო ჭრა. ასეთ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებული იყო მიემართა ხელისუფლებისთვის და შესაბამისი ნებართვა მიეღო, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. დაწყებულია მოკვლევა“, – განაცხადა ფოთის მერიისზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა დათო ჯგერენაიამ.

მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, რა ზარალი მიადგა გარემოს და რა თანხით დაჯარიმდება აღნიშნული ტერიტორიის მეპატრონე.

იტვირთბა....