თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, კუს ტბის საბაგირო 20 მარტს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზი გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესია.
“საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის” – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.