ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”მთის კურორტების კომპანია” მომავალი ზამთრის სეზონზე დაშავებულებს საქართველოში უფასოდ დაასვენებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაშავებული ტურისტების მონახულების შემდეგ განუცხადა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის. როგორც ჩოგოვაძე აღნიშნავს, ყველა დაშავებულს მომავალ ზამთრის სეზონზე საქართველოში მოიწვევენ, მათ მოგზაურობას კი ”მთის კურორტების კომპანია” დააფინანსებს.

„ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში რჩება ოთხი დაშავებული, აქედან ერთი დღეს გაეწერება. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს და მათ თანმხლებ პირებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ასევე შევთავაზეთ მათ მომავალი ზამთრის სეზონზე საქართველოში სტუმრობა და ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია და გამოხატეს ჩვენთან სტუმრობის სურვილი. მომავალ ზამთრის სეზონზე ამ დაშავებულ ადამიანებს და თანმხლებ პირებს მოვიწვევთ და ”მთის კურორტების კომპანია” აანაზღაურებს მათ მოგზაურობას.

რა თქმა უნდა, გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო ქვეყანამ ამ ფაქტის გამო. ახლა მთავარია კონსოლიდაცია, მათ შორის ჩვენი საზოგადოების წევრების მხრიდან. ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის, ჟურნალისტების მოწვევა იქნება ეს თუ სარეკლამო კამპანია” – განაცხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა ჩოგოვაძემ.

იტვირთბა....