არ მაქვს ინფორმაცია და არ ვადასტურებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო “მოზაიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” სამხედრო წვრთნებია დაწყებული.
“არა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს წვრთნებზე. მე რა ვიცი, აქედან რას ვხედავ”, – განაცხადა თინიკაშვილმა.