ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

თურქეთის საელჩოს, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენში მდებარეობს, ორმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა შენობის გარე ნაწილი.

ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

იტვირთბა....