ეკონომიკა პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლება ტურისტების მოსაზიდად რუსულ არხს მილიონ დოლარს გადაუხდის

რუსულ არხს, „რასია 1-ს“ საქართველოს ხელისუფლება მილიონ 100 ათას დოლარს გადაუხდის. სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ტურისტების მოსაზიდავად ერთი თვის განმავლობაში საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები გავა.

როგორც “რუსთავი 2”-თან საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, რომ არც რუსეთი და არც მისი მთავარი არხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ იყო. გიორგი ჩოგოვაძის მტკიცებით, არხის შერჩევის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი საკონკურსო პირობები იყო, მათ შორის რეკლამის ფასი.

საქართველოს შესახებ ზაფხულის სეზონის სარეკლამო კამპანიის ორგანიზებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გამარტივებული შესყიდვით ჩეხურ კომპანიასთან გააფორმა. „ალიანს მედია“ იზრუნებს რეკლამის “რასია 1-ის” ეთერში განთავსებაზე.

იტვირთბა....