ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.