საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2018 წლის რაგბი ევროპის გამარჯვებულია.
ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები 25 : 12 დაამარცხეს.
ანგარიში ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრებმა გახსნა, რასაც რუმინელებმა ასევე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.
პირველი ლელო ლაშა ლომიძემ დაამიწა, რის შემდეგაც რუმინეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა და საბოლოოდ პირველი ტაიმი 10:6 დასრულდა.
მეორე ტაიმში ლელო ანზორ სიჭინავამ დადო, ამას მოჰყვა სოსო მათიაშვილის კიდევ ერთი ჯარიმა.
მესამედ მეტოქის ჩათვლის მოედაბი კი კახა ასიაშვილმა აიღო.
სამივე გარდასახვა სოსო მათიაშვილმა შეასრულა. რუმინებელმა ერთადერთი ლელოს დადება მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს.
ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა შარშან ბუქარესტში დაკარგული ჩემპიონის ტიტული და ამ ორ ქვეყანას შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც დაიბრუნეს.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო. ბორჯღალოსნები ამის შემდეგ უკვე მაისში გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან.