ქართველ მორაგბეებს, რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მაისურზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.
დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინეთს ხვდებიან.
რუმინეთთან კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი ფრთაზე ითამაშებს.