გუდაურში ჩამოსული ფრანგული კომპანია “ბიურო ვერიტასის” ექსპერტები ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს“ სადგურის მონახულებას გეგმავენ. ასევე ისინი დაათვალიერებენ ინციდენტის ადგილს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, ექსპერტები მომდევნო ეტაპზე, საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ “ბიურო ვერიტასის” საექსპერტო გუნდი გუდაურში დღეს ჩავიდა. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველ პირებს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზებს შეისწავლიან.