თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.
სირიელმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაკავება დღეს დილით შეძლეს.
„აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, აფრინისთვის ბრძოლა რამდენიმე თვეა მიმინარეობს, რასაც დაახლოებით 280 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ანკარა ამას არ ადასტურებს.