ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენერგოომბუდსმენი გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტს შიესწავლის

ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტს ენერგოომბუდსმენი შიესწავლის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატი ორმხრივად გამოიკვლევს მომხდარს და ადგილზე გაესაუბრება თვითმხილველებს.

„ჩვენი აპარატი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას. კომპანიიდან აუცილებლად გამოვითხოვთ წერილობით ახსნა-განმარტებას და ტექნიკურ დოკუმენტაციას, სადაც მინიშნებული იქნება ელექტროჟურნალის ამონაწერები გუდაურში ელექტროენერგიის მიწოდებასთან და ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით.

აგრეთვე ადგილზე ჩავალთ და ახსნა-განმარტებას ვთხოვთ თვითონ საბაგიროს ადმინისტრაციას, თუ რატომ წარმოიშვა ეჭვი ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით, საიდან წამოვიდა საერთოდ ეს ინფორმაცია.

ენერგოომბუდსმენის აპარატი ორმხრივად გამოიკვლევს მომხდარს და ადგილზე გაესაუბრება მოსახლეობასაც“, – აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 პიროვნება დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....