8 თურქი სამხედროს ექსტრადირების შესახებ საბერძნეთის სასამართლომ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
ოფიციალური ანკარა საბერძნეთში გაქცეულ სამხედროებს თურქეთში, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში ადანაშაულებს. საბერძნეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლოა თურქ სამხედროებს სამშობლოში სამართლიანად არ მოეპყრან.
თურქმა სამხედრებმა 2016 წლის 16 ივლისს ვერტმფრენით დატოვეს ქვეყანა და საბერძნეთში თავშესაფარი მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თურქეთის მხრიდან სამხედროების ექსტრადირების უკვე მე-3 მოთხოვნაა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, მაგრამ გადატრიალება ჩაახშეს. არეულობის შედეგად 246 ადამიანი დაიღუპა და ორი ათასზე მეტი დაშავდა.
თურქეთის ხელისუფლება მომხდარში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ფეთჰულა გიულენი თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შემდეგ, გავლენის მხრივ, მეორე ადამიანად ითვლება.
თურქეთმა აშშ-ს არაერთხელ მოსთხოვა გიულენის ექსტრადიცია.