გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 599 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, ფასანაური, წიფრანი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე – 11 აბონენტს გველეთსა და ლარსზე; 13:00 საათიდან 16:00 საათამდე – 920 აბონენტს წეროვანში, ნატახტარში, მუხრანში და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.