ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უმრავლესობის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში ასარჩევად  ნინია კაკაბაძე წარადგინეს

უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა კვოტით პარლამენტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად  ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარედგინება.

უმცირესობის დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კაკაბაძე პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს.

“უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა ცხრა წევრმა წარვადგინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძე. ჩვენი არჩევანი არ იყო შემთხვევითი. ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი პრინციპული, კვალიფიციური ადამიანი იქნება მით უფრო საჯარო და ღია გახდება ბორდის მუშაობა. ნინია სწორედ ასეთი ადამიანია. მართალია, ერთი ან ორი ადამიანი რეალურად ვერ შეცვლის ბორდის პოლიტიკას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან მის მხარდაჭერას, წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც იმ კვოტაზე, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების ვაკანსია იყო, უმრავლესობამ არ მისცა ხმა და კანდიდატურა ჩააგდო. იმედს გამოვთქვამ, რომ ამჯერად ასეთ საქციელს ადგილი არ ექნება და უმრავლესობა გააცნობიერებს კანონის იმ მოთხოვნას, რომ ერთი ვაკანტური ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებლის საბჭოში სწორედ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატების წარმომადგენლით უნდა მოხდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა.

იტვირთბა....