ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ჩოგოვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საიმიჯო კუთხით, საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ გუდაურში მომხდარი ფაქტი ქვეყნის იმიჯზე არ იმოქმედებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საფრთხეები შეფასდება.

“ჩვენი მთავარი საფიქრალი ამ ეტაპზე დაშავებულების ჯანრმთელობის მდგომარეობაა. ისინი, ყველანი თბილისში არიან გადაყვანილები. ერთი მათგანი – ვერტმფრენით. სხვა ყველაფერს უახლოეს მომავალში პასუხი გაეცემა. იცით, რომ შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო”- აღნიშნა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იმოქმედებს აღნიშნული ფაქტი ტურისტულ სეზონზე, მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანენ.

“ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას, მათ შორის საიმიჯო კუთხით, მინიმუმამდე დავიყვანოთ”- განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისი თქმით, სხვა საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

დღეს, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....