ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გუდაურში დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიდიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.

უწყების ცნობით, 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგიროს წყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

იტვირთბა....