ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კელი: “თქვენ რუსეთს უნდა ელაპარაკოთ”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან ლაპარაკი.

დიპლომატი მხარს უჭერს პრემიერმინისტრის ინიციატივას რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების შესახებ. მას ესმის გიორგი კვირიკაშვილის იმედგაცრუებისაც, რადგან ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა პროგრესი.

“ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად, მაგრამ საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან“- აცხადებს ამერიკის ელჩი.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატს – იან კელი ამბობს რომ ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იქ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. როცა ფორმატი არაპროდუქტიულია, უნდა ეძებო სხვა გზები ფორმატის შესაქმნელად.

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი იმავე შემადგენლობით გაიმართება, როგორც აქამდე იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემმთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, ამ ეტაპზე სხვა ფორმატის შესაძლებლობას ხელისუფლება ვერ ხედავს.
მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრი მის მიმართვაზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას 12 მარტს უპასუხა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....