სენაკში ქარხანაში ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაღუპული ბლოკის ბეტონის დანადგარმა მოიყოლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.